ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯავ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაფ ჯაშ ჯაჭ

ჯამი თიხისა

ყოველდღიურად სახმარი ჭურჭლის უძველესი სახეობა, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ჯამები მზადდებოდა ხისგან, თიხისა და ძვირფასი მეტალებისაგან. ჯამი არის ღრმა, პირგადაშლილი, დიდი, საშუალო, პატარა. ჯამს გამოიყენებდნენ ღვინის, წყლის, რძის, ყველის (ნასვრეტებიანი), სხვადასხვა პროდუქტისა და სახელოსნო საქმიანობისათვის. სანადიმო სუფრისათვის ამზადებდნენ აგრეთვე მოჭიქული ჯამებს, რომლებიც შემკულნია სხვადასხვა მცენარეული და ცხოველური მოტივებით. ჯამი თავისი მარტივი ფორმის გამო იოლად კეთდებოდა და საოჯახო ყოფის განუყრელ ნივთს წარმოადგენდა. საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში ნაირფეროვანი ჯამების დიდი რაოდენობაა მიკვლეული და ეს მასალები კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა ეპოქისათვისაა დამახასიათებელი. ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9