ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯავ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაფ ჯაშ ჯაჭ

ჯამი ხის

ხის ჭურჭლის ნაირსახეობა. საბას განმარტებით, ჯამი „წნოანთა“ ზოგადი სახელია და აერთიანებს შემდეგ სახეებს: ბადია, ლოდაკი, უსკურა, პინაკი, ფილჯამი. ეთნოგრაფიულ ყოფაში ხის ჯამების სახეობანი გაცილებით მეტია და საჭმელთან დაკავშირებული ამ ჭურჭლის სახეობანი ერთ კლასიფიკაციაში ექცევა. საგულისხმოა, რომ ჯამი იყო როგორც ფეხიანი, ასევე უფეხოც. საქართველოს მთიანეთში გავრცელებული იყო დიდი საფაფე ჯამები, საიდანაც სამი-ოთხი კაცი ერთდროულად ჭამდა თავისი კოვზით. ჯამები ნაწილდებოდა ასაკისა და სქესის მიხედვით. მაგ., საჯალაბო, საკაცო, საქალო, საბალღო, რომლებიც განირჩევიან სიდიდითაც. სამეურნეო და სამზარეულო საქმეშიც სხვადასხვანაირი ჯამები იყო გავრცელებული. მაგ., ჯამი - ქუმელის საზელი (თუშ.), საკუსე - ყველის დასადები (ხევს.), ჯამი ნაოთხალი, ხომიკა, საჩაჩიქულე (ხევს.), წიწანი (ფშ.), ცუტუნი (თუშ.), ხონურა (ფშ.), სალობიე, საფაფე და ა.შ. ჯამი იმდენად გავრცელებული ნივთი იყო, რომ დროთა განმავლობაში ჭურჭელთა ზოგადი სახელწოდება მიიღო. სამზარეულოს უფროსს ძველ საქართველოში „მეჯამეთუხუცესი“ ეწოდა. ყოფასა და წერილობით წყაროებში გავრცელებული კომპოზიტები - ჯამ-ბუნაგი, ჯამ-ჭურჭელი, ჯამტაბაკი, ჯამ-ჭიქნი, ჯამ-თასი ამ ჭურჭლის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9