ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯავ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაფ ჯაშ ჯაჭ

ჯაჭვი რკინის

სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნივთი რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობაში. კერძოდ, პირუტყვის დასაბმელად, მძიმე საგნის გადასატანად, ტყიდან მორების გამოსაზიდად, გუთნის ყელის ფამფალაკზე დასამაგრებლად და სხვ.
ჯაჭვი წარმოადგენს ერთმანეთზე გადაბმული რგოლებისაგან შემდგარ საბმელს, რომლის ერთ ბოლოზე სოლისებური დეტალია (კოტა), მეორეზე - რკალის ფორმის დეტალი (საჭედური). შედგება მსხვილი, მასიური, ოვალური ფორმის რგოლებისაგან. მათი რაოდენობა და ზომები სხვადასხვა ჯაჭვზე სხვადასხვაა. თავსა და ბოლოში აუცილებლად აქვს გამოსაბმელი.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია რამდენიმე ჯაჭვი, რომელთა სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება შეუძლებელია. თითო-თითო რგოლი დაწახნაგებულია, რისი გაკეთებაც მჭედლისაგან დიდოსტატობასა და ცოდნას მოითხოვს. ჩანს, რომ გამოყენებულია ტრადიციული მეთოდები და ტექნიკური ხერხები (ჭედვა, შედუღება და სხვ.). ეს ჯაჭვები შემოტანილია ეკლესიებიდან და მათ მხოლოდ რიტუალური დანიშნულება უნდა ჰქონოდათ. (იხ. ჯაჭვი სარიტულო).
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 1940.
ა.გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9