ჰა ჰე ჰი ჰო
ჰაგ ჰალ ჰამ ჰას

ჰასკამ, სასკამი, ბეროლა სკამი

სარიტუალო სკამი. კეთდებოდა „ლიფანალის“ - მიცვალებულთა სულებისთვის განკუთვნილი დღეობისთვის. ჰქონდა საუფროსო სავარძლის სიმაღლე, ზურგსაბჯენი ფიცარი და ოთხი ფეხი. მიცვალებულთა მოსაგონარ სარიტუალო წესს სვანები „სანათლიღებოდ“ ასრულებდნენ. იწყებოდა 5 იანვარს და გრძელდებოდა პირველი კვირის ორშაბათამდე. თუ ლიფანალი გარდაცვლილის ოჯახს წლამდე მოუსწრებდა, სულის მოსახსენებელი ცერემონიალისთვის საკურცხილის მაგივრად ჰასკამ//სასკამო//ბეროლა სკამს იყენებდნენ. Mმასზე დადებდნენ მიცვალებულის კუთვნილ ტანსაცმელს და, როგორც წესი, სუფრასთან ახლოს დადგამდნენ. ჰასკამს ორმოცი დღის შემდეგ წვავდნენ ან ეკლესიას სწირავდნენ.
ლიტ.: ლ. ბედუკიძე, სვანური ავეჯი (ფიჩქი, ჰასკამი) სსმმ XXVI, 1982.
ლ.ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9