ჰა ჰე ჰი ჰო
ჰოვ ჰორ

ჰოროლი

შუბისმაგვარი საძგერებელი იარაღი. აქვს ტარი, ანუ ბუნი, მასრა და ორკაპა წვერი რომლითაც ჩხვლეტდნენ. ტანი გრძელი უნდა ყოფილიყო. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, ჰოროლი ძველ წერილობით წყაროებში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ „ჰოროლი“ და „ოროლი“ ქართული „ვისრამინისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ ავტორებს არც ერთხელ არა აქვთ ნახმარი, რაც იმის დასტურია, რომ ეს ტერმინი XII ს-ის სასაუბრო ენის ცოცხალ განძეულს უკვე აღარ ეკუთვნოდა. შემდეგდროინდელ ძეგლებში ჰოროლი აქა-იქ გვხვდება. ეთნოგრაფიულ ყოფაში არ ფიქსირდება, მის მაგივრად გამოიყენება ტერმინი „შუბი“.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV. 1964
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9