სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საპალნე

  1. საზომი ერთეული. XIX ს-ის მასალებით იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში საპალნის ოდენობა 8-10 ფუთს შეადგენდა (დაახლ. 147 კგ). უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა საპალნე განსხვავებული ზომის იყო. ცხენის, ჯორისა და ხარის საპალნე თითქმის ერთი სიდიდის იყო, ვირის საპალნე კი მათზე 2-2,5-ჯერ ნაკლები.
    ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის. გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1974.
    მ.ხ.
  2. ტვირთი, პალანზედ ასაკიდებელი. ქართულად ნიშნავს ნაკს, კეხს, უნაგირს. ფართოდ იყო გავრცელებული მახლობელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. სიტყვა პალანი პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში აქლემთან დაკავშირებით. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, საპალნე თავდაპირველად აქლემის ტვირთის აღმნიშვნელი ტერმინი უნდა ყოფილიყო, შემდგომში კი ყოველგვარი სახედარი საქონლის ტვირთის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.
    თბილისსა და მის შემოგარენში, XIX ს-ში, საპალნეში 336 ჩარექს, ანუ 42 ჩაფ ღვინოს ანგარიშობდნენ (აქაური ჩაფი 8 ჩარექიანი საწყაო იყო). აქედან ორი ჩაფი შემდგომ დამატებითია. კახეთში საპალნეში 30 ჩაფი ღვინო ჩადიოდა, აქაც ისევე როგორც თბილისში ორ ჩაფს ამატებდნენ და 32-ჩაფიანად ანგარიშობდნენ.
    ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის. გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1974.
    მ.ხ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9