ყა ყდ ყე ყვ ყი ყო ყუ
ყაბ ყავ ყაზ ყაი ყალ ყამ ყან ყარ ყაუ ყაფ ყაღ ყაწ ყაჭ ყაჯ

ყავარი

ხისგან დამზადებული („გამოხდილი“) ფიცრები, სახლის ან რაიმე ნაგებობის დასახურავი. საყავრედ საუკეთესოა ნაძვი. მშრალ ხეს დამორავდნენ, გაჭრიდნენ ოთხად, ნაოთხალს კიდევ 4-ად გაჭრიდნენ და მიიღებდნენ „ბელეშს“. ბელეშს ფეხზე დააყენებდნენ, ნაჯახით გაუკეთებდნენ პირს, სადაც ჩადებდნენ საყავრე დანას, დაარტყამდნენ ხვედას, თან დანას დააწვებიან, მიყოლებენ ხელს და აყრიან ფურცელს. ყავრის სიგრძე 1.5 არშინია, სიგანე ერთი ციდა, სისქე - ნეკა თითი. ერთი ყავარს „ფთა“ ერქვა. ასი ფთა ყავარი ერთი კონაა.
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუსავების ხალხური წესები, 1962.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9