ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბიდ ბიზ ბილ ბის ბიქ ბიჩ

ბისონი

  1. ბიზანტიის მეფეთა შესამოსელი, ძვირფასი ქვებით შემკული, გრძელი და ვიწრო სამოსი. მოძრაობის გასაადვილებლად წინა კალთა მუხლამდე ჰქონდა შეჭრილი, ხოლო ყელთან სამკუთხედად ღრმად იყო ამოჭრილი, ყელთან დაჰყვებოდა მარგალიტის მძივები, ალაგალაგ მოოჭვილი იყო ძვირფასი ქვებით, ჰქონდა ნაქარგი ზოლები, ბისონზე ბიზანტიის მეფეები ირტყამდნენ მარგალიტებით შემკულ სარტყელს. ბიზანტიის კულტურულ სფეროსთან ურთიერთობამ ქართველ მეფეთა ამ რიგის ჩაცმულობაშიაც იჩინა თავი. ქართველ მეფეთა ბისონი მცირედით განსხვავდებოდა ბერძნულისაგან, მაგ., ქართველების ბისონი უფრო ფართო და უფრო მოკლე იყო, ყელზე ზოგჯერ მრგვლად და ზოგჯერ სამკუთხედად იყო ჩაჭრილი. ბისონში გამოწყობილი ქართველი მეფეებიდან აღსანიშნავია: ბაგრატ IV-ის (ატენი), ბაგრატ III-ის (ბედია). გიორგი III-ის (ვარძია, ყინწვისი), თამარ მეფის (ბეთანია და ბერეთუბანი), დავით ნარინის (გელათი), დემეტრე II (უდაბნო) ფრესკები. ბისონი იკერებოდა როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ქსოვილისაგან. სავარაუდოდ, ბისონის შესაკერად გამოიყენებოდა სტავრა, ატლასი, ზარქაში, სხვადასხვა სახის ოქროქსოვილები და ფერადი ძოწეულები.
    ლიტ: ს. ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, 1991. მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002 ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
    ე.ნ.
  2. ძვირფასი, რბილი და თხელი მეწამული ან მოყვითალო ფერის ქსოვილი.
    ლიტ: ს. ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, 1991. მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002 ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
    ე.ნ.
  3. ეპისკოპოსის შესამოსელი. სიმბოლურად აღნიშნავს იმ სამოსელს, ანუ ძოწეულს,ქლამიდს, რომლითაც იესო ქრისტე შემოსეს განსჯისას, ჯვარცმამდე.
    ლიტ: ს. ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, 1991. მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002 ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
    ე.ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9