ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბობ ბოზ ბოკ ბოლ ბომ ბონ ბორ ბოს ბოღ ბოყ ბოხ

ბომბარდერი

ცეცხლსასროლი იარაღი. ცეცხლსასროლი იარაღის პირვანდელი ნიმუშები (XIV) კონსტრუქციულად არასრულყოფილია, იგი წარმოადგენს ცალკეული ლითონის ფირფიტებისაგან დამოქლონებულ ან მთლიანი ფურცლოვანი მასალისაგან გამოჭედილ, რკინის ან ბრინჯაოს მილებს. Mმილის ერთი ბოლო დახურული იყო ან ლითონის ღეროთი ბოლოვდებოდა. ასეთი ლულები მაგრდებოდა ხეზე, რომელიც უხეშად დამუშავებულ კონდახს წარმოადგენდა. გასროლის პროცესიც პრიმიტიული იყო: ლულაში იყრებოდა დენთი, შემდეგ იდებოდა ტყვია (ლითონის ან ქვის) და ლულის ზედაპირზე მოთავსებული მცირე დიამეტრის ხვრელთან მიტანილი ცეცხლით (გაღვივებული ფითილი) ხორციელდებოდა გასროლა. ცეცხლის მიტანა ხდებოდა არა მსროლელის, არამედ მისი დამხმარის საშუალებით. ადრეული ხელის ცეცხლსასროლი იარაღი პრინციპულად არ განსხვავდებოდა საარტელერიო იარაღისაგან და ფაქტობრივად მცირე ზომის ზარბაზანს წარმოადგენდა. ასეთი კონსტრუქციის იარაღს ევროპაში - ბომბარდერი და პეტრონელა, რუსეთში - „ручница“, ხოლო საქართველოში ზოგადად „ხელმეხი“ ეწოდებოდა.
XV ს-ის დასაწყისში ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაში მცირეოდენი წინსვლა შეინიშნება, ლულები შედარებით დაგრძელდა, კონდახი მოიხარა, საფალიე ნახვრეტმა კი ლულის გვერდით ნაწილში გადმოინაცვლა, სადაც გაუკეთდა პატარა დაფა დენთისათვის. იარაღი აღიჭურვა სამიზნე (კორა) საშუალებებით, ასეთ იარაღს ევროპაში კულევრინები ეწოდებოდა.
ლიტ.: Жук А. Б. Энциклопедия стрелкового оружия Москва 1998 . ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV, 1964.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9