ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბობ ბოზ ბოკ ბოლ ბომ ბონ ბორ ბოს ბოღ ბოყ ბოხ

ბოხჩა

  1. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი. კერავდნენ ან სადა ქსოვილისაგან, ან სხვადასხვა ფერის ნაკუწებისაგან. მასალად იყენებდნენ აბრეშუმს, ფარჩას, შალს, ყალამქარს, ქირმანშალს და იშვიათად ტყავს. ბოხჩის ზედაპირს ქარგავდნენ ოქრომკედით ან მულინეს ძაფებით. ამკობდნენ აგრეთვე მძივებითა და კილიტებით. ბოხჩა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში თანამედროვე ჩანთის, ხელჩანთისა და საფულის (თეთრეულის, ტანსაცმლის და სხვა მცირე ზომის ნივთების, ფულის სატარებლად) ფუნქციას ასრულებდა. ზომის მიხედვით დასტურდება დიდი, საშუალო და მცირე მოცულობის ბოხჩები. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინი „ბოხჩა” არ მოიხსენიება, მას მხოლოდ გვიანფეოდალური ხანის მზითვის წიგნებში ვხვდებით. სავარაუდოა, რომ ბოხჩა როგორც აბანოსათვის სახმარი ნივთი, XIX საუკუნის თბილისურ ყოფაში დამკვიდრდა და მისი ამგვარი დაწინაურება თბილისური აბანოების პოპულარობას უნდა უკავშირდებოდეს. ბოხჩას რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდა. მას იყენებდნენ სარტყელად უსტაბაშის მიერ შეგირდის ხელოსნად დალოცვისას. ბოხჩას მაჰმადიანი მლოცველები მუხლსაფენადაც ხმარობდნენ.
    ლიტ.: „საქართველოს სიძველენი“, ტ. I, III, 1910; ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986;
    ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
    გ.კ.
    ნ. ჯ.
    See also: ჩანთა
  2. ტყავის ჭურჭელი. იკერებოდა ოთხკუთხა ტყავის ნაჭრებისაგან. ამკობდნენ ტყავისავე მორკალური და დაკბილული ორნამენტებით. ბოხჩა იხმარებოდა სხვადასხვა სატუალეტო ნივთის შესანახად ან გადასატანად. იგი ქალის თანამედროვე ხელჩანთის ფუნქციის მქონე საგანი იყო წარსულში.
    ლიტ.: „საქართველოს სიძველენი“, ტ. I, III, 1910; ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986;
    ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
    გ.კ.
    ნ. ჯ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9