სიგრძის საზომი ერთეული. წერილობითი წყაროების მიხედვით ადლი თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში (1513 წ. გელათის შეწირულობის წიგნი) იხსენიება, XVII ს-დან კი აღმოსავლეთ საქართველოს წერილობით ძეგლებშიც არის დადასტურებული. ადლის წარმომავლობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა აზრი არსებობს. იოანე ბაგრატიონი ადლს აზიელებისგან შეთვისებულ საზომად მიიჩნევდა, არაბულ ტერმინად თვლიდნენ ივ. ჯავახიშვილი და დ. ჩუბინაშვილი. რაც შეეხება ადლის სიდიდეს, სულხან-საბა ორბელიანი ადლის ორ წყრთას უტოლებდა. გიულდენშტედტის ცნობით, ადლი 3 ინგლისურ ფუტსა და 4 დიუმს, ანუ 101,6 სმ-ს შეადგენდა. მეტრულ სისტემაში ადლის ზომა სა- შუალოდ 101,5 სმ-ით არის განსაზღვრული. ადლის საშუალებით ძირითადად იზომებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ვენახები. XVIII ს-დან ვრცელდება ადლის დაყოფა მტკაველებად, გოჯეულებად, ციდებად, ჩარექებად. კახეთში ადლი 4 მტკაველს უდრიდა.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,