ჭა ჭვ ჭი ჭო ჭრ ჭუ
ჭია ჭიბ ჭიგ ჭიკ ჭილ ჭინ ჭირ ჭიფ ჭიქ ჭიშ ჭიჭ

ჭიშკარი

ტრადიციული ქართული საცხოვრებელი ეზო - კარის შესასვლელი, სხვადასხვა ტიპის და მასალისგან აგებული ნაგებობა. არსებობდა ტიპური ჭიშკრების მარტივი და რთული ფორმები. მარტივი ჭიშკარი პატარაა, რთული ჭიშკრები დიდია და ხუროთმოძღვრულ ყაიდაზე შესრულებული. ჭიშკრებში მთავარი ფუნქცია ეკისრება ცენტრალურ, წინა ეზოს შესასვლელ ჭიშკარს და ვხვდებით როგორც გადახურულ, ასევე გადაუხურავს. გადახურული ჭიშკრების უმეტესობა ორქანობიანია და დახურულია კრამიტით ან ყავრით. ზოგჯერ ჭიშკრების სახურავქვეშ აწყობდნენ სხვადასხვა სამეურნეო სათავსს. ჭიშკრის მასალად გამოყენებული იყო ხე, ქვა, რკინა. განსაკუთრებით საინტერესოა ხის ჭიშკრები, თავიანთი ხარატული სამშვენისებითა და ანთროპომორფული და ზოომორფული მოტივებით. დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული ქვის სვეტებიანი ჭიშკრები. ერთ ჭიშკარში განთავსებული იყო სამი სვეტი, რომლებიც ქმნიდნენ ორ გასასვლელს, ერთს - პატარას - ადამიანთათვის და მეორეს დიდს - ტრანსპორტისათვის. ქვის სვეტების შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს სხვადასხვა ტიპის ორნამენტებს, სიცოცხლის ხეს, ვაზს, ირმისა და ლომის გამოსახულებებს, წარწერებს და ა.შ. ქვის სვეტებიანი ჭიშკრები ოჯახის შეძლებაზე მიანიშნებდა. ასეთი მიდგომა აპირობებდა ხელოსნური დონის ამაღლებას და მაღლა სწევდა მის ფასს. ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9