აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
ავა ავგ ავე ავლ ავშ

ავაზანი

წყლის რეზერვუარები ესთეტიკური დანიშნულებისათვის, ჩვეულებრივ მდიდრული სასახლეების წალკოტებში ავაზანთა გაკეთება მიღებული იყო საქართველოში. ავაზნები შეუმკიათ მარმარილოთი და შადრევნებით. იოანე შავთელს საქართველოს მეფის სასახლეზე ნათქვამი აქვს: „მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთხენი, ზედ ავაზანთა შექმნულობანი“. გვიან პერიოდში, ავაზანები ეწოდათ წყაროებთან არსებულ დიდ გეჯებს, როგორც ხისაგან, ასევე ქვით ნაშენებს, ან ქვისავე ქანში ამოკვეთილთ. ასეთი ავაზნების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ჯავახეთში, სოფ. საროში. ავაზნები განკუთვნილია როგორც პირუტყვთათვის წყლის დასალევად, ასევე სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისათვის.
ე. ნ.
See also: აუზი
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9