გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გეი გელ გემ გეო გერ გეჯ

გეიშა

ქალისა და მამაკაცის ზედა სამოსელი. მასალად გამოყენებული იყო მსუბუქი და ნაზი ქსოვილები. ზოგჯერ უდებდნენ სარჩულს. ქალის გეიშა მოკლეა, წელთან მომდგარი და ქვემოთ თანდათან გაშლილი. სახელოები გამოყვანილი და ბოლოებისაკენ გაგანიერებული. საყელო ოდნავ დაფენილი. გულისპირები ერთმანეთთანაა მისული და ერთი ღილით იკვრება. თუ ქალის ზედა ტანსაცმელი ტალმა (ტოლომა) საზამთრო ჩასაცმელად იყო მიჩნეული, გეიშას გაზაფხულ-შემოდგომობით იცვამდნენ. გეიშა ქიზიყში მამაკაცის წელამდე დასულ ტყავის სამოსელსაც ერქვა, რომელსაც ზამთრობით გლეხობის ის ნაწილი იყენებდა, ვისაც გრძელი ტყავის შეკერვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9