გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გეი გელ გემ გეო გერ გეჯ

გემა

ძვირფასი ქვა, ზედ ამოკვეთილი გამოსახულებით ან წარწერით. გემას, რომელზედაც გამოსახულება სიღრმეშია ამოკვეთილი ინტალიო ეწოდება. გემას, რომლის გამოსახულება რელიეფურია - კამეა. ძველად ხმარობდნენ კუთვნილების დამადასტურებელ ბეჭდად (უმთავრესად ინტალიოს), ავგაროზად ან მორთულობად. მოგვიანებით ის უმთავრესად სამკაულია როგორც ბეჭედი, საყურე, გულსაბნევი.
გვიანანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ რომაული წარმოშობის ძვირფასი ქვები - ინტალიოები და კამეები. გემებზე უმთავრესად ბერძნულ-რომაული ღვთაებებია გამოსახული, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ქართველ დიდებულთა პორტრეტებსაც ვხვდებით და ამასთან, არასაყოფაცხოვრებო სიუჟეტების გამოსახვაც.
ლიტ.: ს. ბარნაველი, საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, 1965. ი.გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9