გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გიდ გინ გირ გიტ გიშ

გიშერი

ერთგვარი ძვირფასი შავი ქვა, რომლისგანაც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სამკაულებს. გიშერი ქვანახშირის სახესხვაობაა. ამ მინერალს უწოდებენ „გაგატსაც. ახასიათებს სირბილე, ადვილად ემორჩილება დამუშავებას. იხმარება სხვადასხვა დანიშნულების ნივთების დასამზადებლად. გიშრის წარმოებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეთნოგრაფიულ ყოფას იგი ბოლო დრომდე შემორჩა, რასაც განაპირობებდა იმერეთში ძიროვანის და ოკრიბის მდიდარი საბადოების არსებობა. გიშრის დამუშავება ორ საფეხურად იყოფა: 1. გიშრის ნედლეულის მოპოვება 2. გიშრისგან სხვადასხვა ნივთების „გამოქნა“. მომპოვებელს და მომჭრელს „მეძებარი“//მომჭრელი ეწოდება. გამთლელს და დამმუშავებელს - გიშრის მთლელი//“ხელოვანი“. გიშერი ჰაერზე სწრაფად კარგავს სინოტივეს, ტანში „იბწკალება“ - იშლება. ამიტომ გიშრის მჭრელი მას აყალო მიწით შემოზელავდა და ისე ამოქონდა საბადოდან. Gგაგოზილ „რიყე“ გიშერს ისევ მიწაში მარხავდნენ. რადგან მეორედ დამარხული გიშერი შეჩვეოდა ჰაერის ზემოქმედებას. ასეთი მდგომარეობა ამცირებს გიშრის სიფიცხეს და აადვილებს მის დამუშავებას. გიშრის დამუშავების ტექნოლოგია რამდენიმე საფეხურს მოიცავს: გიშრის ნატეხების სახსრებად დახსნა, ზომაზე დაყენება, გაფცქვნა - ცილის შემოცლა, დაკუთხვა - გიშრის კაკლებისათვის ფორმის მიცემა, გახვრეტა, ქვაზე ხეხვით გაპრიალება, ნამზადის მჩვარში გახვევა და ბნელ ადგილზე შენახვა. გიშრის ნივთებიდან აღსანიშნავია სამკაულები, სკვნილები (კრიალოსნები). გიშრის ყელსაბამით ნიშნავდნენ ქალებს. როგორც ნივთიერი, ისე წერილობითი წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ გიშრის წარმოება სამკაულისა და ამულეტის სახით საქართველოს მიწა-წყალზე თავს იჩენს ჩვ. ერამდე მე-16 საუკუნეში.
გიშრის სკვნილები ფეოდალური ხანის საქართველოში წარმოადგენდა მზითვის აუცილებელ საგანს. მონასტრებსა და ეკლესიებში იყენებდნენ ლოცვა-ვედრების სხვადასხვა კანონიკური წესის წარმოსათქმელთა დასათვლელად.
ქართული გიშერი გაჰქონდათ საზღვარგარეთაც. გიშრის წარმოებამ XIXს. I ნახევარში ფართო ხასიათი მიიღო. 1841წ. ქუთაისში გიშრის ნაწარმის ექსპორტი წელიწადში 2000 მანეთ წმინდა მოგებას იძლეოდა.
ლიტ. ნ. რეხვიაშვილი., ქართული გიშერი, ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“, №24.
ლ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9