გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გობ გოგ გოდ გოზ გოთ გომ გონ გორ გოჯ

გობელინი

მხატვრული ხელნაქსოვი ხალიჩა, რომელიც გამოიყენება კედლების მოსაფენად, დეკორატიული თვალსაზრისით. გობელინის საქსოვად გამოიყენებოდა მატყლი, აბრეშუმი ან აბრეშუმნარევი მატყლი. ხშირად ურევდნენ ოქროს, ვერცხლს ან სხვა ლითონის ძაფებსაც. გობელენი იქსოვებოდა ხელით, სხვადასხვა ნაწილზე ფერისა და სურათების დეტალების შესაბამისად.
გობელინებზე გამოისახება ისტორიული, ალეგორიული და ყოფა-ცხოვრების სცენები. ხელით ნაქსოვი გობელინები იყოფა 2 ჯგუფად: გოტლისტური - ვერტიკალურ დაზგაზე და ბასილისური - ჰორიზონტალურ დაზგაზე. დღეს გობელინები მისი შესრულების სირთულის გამო აღარ იწარმოება და ამიტომ ხელნაქსოვი გობელინები ანტიკვარული ვაჭრობის საგანია.
თ. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9