გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გობ გოგ გოდ გოზ გოთ გომ გონ გორ გოჯ

გოჯი

უძველესი ქართული სიგრძის საზომი. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით ის წყრთის 1/16 ან ადლის 1/32 ნაწილია. მეტრულ სისტემაში შეადგენდა 3,165 სმ. შინაარსობრივად გოჯი წარმოადგენს მანძილს ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. გოჯებით იზომებოდა სახვნელი იარაღების ნაწილები, მიწის ხნულის სიღრმე, გოჯის შესატყვისად მოგვიანებით დასტურდება ვერშოკი. რაჭა-ლეჩხუმში გოჯი უდრიდა ორი თითის სიგანეს ან ცერის პირველ სახსრის სიგრძეს, 5,5 გოჯი შეადგენს ერთ მტკაველს.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.
მ.ხ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9