გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გრდ გრე გრი

გრდემლი

რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად. არსებობს ორი ტიპისა - „ურქო“ და „რქიანი“, რომლებიც მრავალი ქვესახით არის წარმოდგენილი პირველი ტიპი უფრო ადრინდელად ითვლება და უახლოვდება უმარტივეს გრდემლს, რომელსაც ჭედური რკინის დამუშავებაში მადნის დასაფშვნელად იყენებდნენ და უკანასკნელ დრომდე შემოინახა.
ურქო გრდემლი წაკვეთილი პირამიდის ფორმისაა. ვიწრო თავით ჩამაგრებულია ხის კუნძში („ქალამანი“). მას „ქართული გრდემლიც“ ეწოდება. რქიანი გრდემლი რამდენიმე სახისაა („ორრქიანი. „ცალრქიანი“, „დუმიანი“ და სხვ.). ე.წ. სამთავა გრდემლი თავმოხრილია, წინ ქიმით გამოიყენება წვეტიანი საგნების დამზადების დროს.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9