გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გუდ გუე გუთ გუი გულ გუმ გურ გუხ

გუერდი

უძველესი ქართული საწყაო. პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში, როგორც ღვინის საზომი („ღვინო შესაწირად მეოთხედი გუერდისა“).
XV ს-დან მოყოლებული, ისტორიული საბუთების მიხედვით, გუერდი მოხსენიებულია როგორც ღვინის, ასევე მარცვლეულის საწყაოდ. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ძველ ქართულში ტერმინი გუერდი ნახევარს ნიშნავდა. ამ საწყაოს სიდიდედ მან კაბიწის ნახევარი მიიჩნია, რაც დაახლოებით 9 კგ მარცვლისა და ამავე რაოდენობის ლიტრი ღვინის დამტევი უნდა ყოფილიყო. გუერდმა ამგვარი სიდიდე მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნა.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9