D F I

თა თე თვ
თავ თამ თან

თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი)

ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შესაბამისად სამოხელეო ან/და სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება, საბაჟო წესების დარღვევა, წამება ან წამების მუქარა ან/და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9