D F I

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ

კონტროლი

  1. კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა.
    Source: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75;
    საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1
  2. სურსათის, თამბაქოს და მათი ნედლეულის, აგრეთვე სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის შემოწმება, ტესტირება ან შეფასება და მიღებული შედეგების დადგენილ მოთხოვნებთან შედარება.
    Source: საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2
  3. თუ კონტექსტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%-ზე მეტს.
    Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9