პროცედურა, რომლითაც სამინისტრო და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ან საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანო ოფიციალურად აღიარებს ლაბორატორიის (ცენტრის) უფლებამოსილებას, შეასრულოს პროდუქციის, ობიექტის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიული გამოცდა ან/და კვლევა სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. აკრედიტაცია არ ვრცელდება იმ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საგამოცდო, საწარმოო ან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კუთვნილ ნებისმიერი დანიშნულების ლაბორატორიაზე, რომელიც უშუალოდ არ გასცემს (ან არ მონაწილეობს) ჰიგიენურ სერტიფიკატს ან ჰიგიენურ დასკვნას.
Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სანიტარიული კოდექსი“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4