D F I

ლა ლე ლი ლო ლუ
ლია ლიზ ლიტ ლიც

ლიცენზია

  1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უფლებას აძლევს, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავიაციო სამუშაოები.
    Source: საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3
  2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია.
    Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
  3. კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სახელმწიფო ორგანოს სპეციალური ნებართვა, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა.
    Source: საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3
  4. ამ კანონითა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის უფლება, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს მაუწყებლობა.
    Source: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2
  5. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით.
    Source: საქართველოს კანონი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1
  6. სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადით ანიჭებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლებას.
    Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2
  7. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
    Source: საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9