D F I

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მჟ მრ მს მუ მშ მც მძ მწ მხ
მშე მშო

მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი

18 წლის ასაკამდე პირი, რომელიც დარჩა მშობლების მზრუნველობის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) მშობლებს ჩამოერთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები; ბ) მშობლები აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; გ) უცნობია მშობელთა ვინაობა (მიგდებული ბავშვი); დ) მშობლები ხანგრძლივად ავადმყოფობენ; ე) მშობლები, რომლებიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ვ) მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ზ) არის ობოლი, ან გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი; თ) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, როდესაც იგი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ ან სოციალური დაცვის დაწესებულებებში; ი) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას ან არა აქვთ ურთიერთობა საკუთარ ბავშვთან. კ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობას, როდესაც ბავშვი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სოციალური დაცვის დაწესებულებებში (თავშესაფარი, პანსიონატი და სხვა), მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ან უარს აცხადებენ აღნიშნული დაწებულებებიდან ბავშვის გამოყვანაზე.
Source: საქართველოს კანონი „ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9