D F I

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მჟ მრ მს მუ მშ მც მძ მწ მხ
მწა

მწარმოებელი

  1. ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.
    Source: საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 3
  2. ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან ბაზარზე პროდუქციის განმთავსებელი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი. გ) სხვა პირი, რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უსაფრთხოების მახასიათებლებზე;
    Source: „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, საქართველოს კანონი, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3
  3. ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც საკუთარ თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისივე სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.
    Source: საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9