D F I

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნედ

ნებართვა

  1. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ან ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
    Source: საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, 1995 წლის 4 აპრილი, მუხლი 1
  2. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უფლებას, განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში (აეროპორტებიდან) და აეროდრომებში (აეროდრომებიდან) კომერციული საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვები ან/და საავიაციო სამუშაოები.
    Source: საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3
  3. ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან.
    Source: საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9