D F I

პა პე პი პლ პნ პო პრ
პილ პირ

პირი

  1. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
    Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12
  2. იურიდიული ან ფიზიკური პირი.
    Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
  3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
    Source: საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, 2004 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2
  4. როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირი.
    Source: საქართველოს კანონი „ჩეკის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი
  5. ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სხვა სახელმწიფო ორგანოები.
    Source: საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3
  6. ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი.
    Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2
  7. ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
    Source: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2
  8. ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
    Source: საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1
  9. ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
    Source: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75
  10. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ანდა მათი გაერთიანება.
    Source: საქართველოს კანონი „ქონების ლეგალიზების შესახებ“, 2007 წლის 22 ივნისი, მუხლი 3
  11. ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
    Source: საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9