ყველა ზომის მიღება, რომელიც საჭიროა: ა) საშიში ნივთიერებით დაბინძურებისა და დამაბინძურებელი საშიში ნივთიერების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად; ბ) საშიში ნივთიერებით გარემოს დაბინძურების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსადმი არსებული ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებისა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დაბინძურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისა და ამ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის; იმ პირის ევაკუაციის მიზნით, რომელიც დაშავდა ან რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე შეექმნა გარემოს საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად, ასევე მისი დროებითი თავშესაფრით, პირველადი საჭიროების საგნებით და პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველსაყოფად; გ) საშიში ნივთიერებით გამოწვეული შესაძლო ზიანისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
Source: საქართველოს კანონი „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2