D F I

პა პე პი პლ პნ პო პრ
პრა პრე პრი პრო

პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. ინვესტორი იღებს ვალდებულებას თავისი რისკითა და ხარჯებით, ხელშეკრულების შესაბამისად, აწარმოოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნავთობისა და გაზის აღმოჩენის და მოპოვების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად.
Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9