ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი ტერორისტული საქმიანობის (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულად, თუ მისი თუნდაც ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან თუნდაც ერთი წევრი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის (ხელმძღვანელის) ნებართვით ახორციელებს ტერორისტულ საქმიანობას (ტერორისტულ აქტს).
Source: საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1