უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი სასწავლოსამეცნიერო დაწესებულება, რომლის ძირითადი საქმიანობაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/ხარისხებს ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციას.
Source: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2