გადასახადი ან/და სანქცია, რომელიც წარმოშობილია: ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე; ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/ საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12