ქვეყნის შიგნით მოქმედი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი, რომელიც გაიცემა სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მითითებული ვადით: კ.ა) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ეცვლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, არა უმეტეს 10 დღის ვადით; კ.ბ) უცხო ქვეყანაში აღრიცხვიდან მოხსნილ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში შემოიყვანეს რეგისტრაციის მიზნით, არა უმეტეს 30 დღის ვადით.
Source: საქართველოს კანონი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3