D F I

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ამ ან არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ
ახა ახლ

ახლო ნათესავი

  1. მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.
    Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44
  2. პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები.
    Source: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75
  3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები.
    Source: საქართველოს კანონი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“, 2002 წლის 4 ივლისი, მუხლი 1
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9