არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას; ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას; გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით; დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3