D F I

სა სე სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
სტა სტრ სტუ

სტანდარტი

  1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელიც პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს.
    Source: საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2
  2. სტანდარტი, სანიტარული ნორმები და წესები, სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს (ადგენს) პროდუქციის ხარისხისადმი სავალდებულო მოთხოვნებს.
    Source: საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9