D F I

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბილ ბინ ბიო ბირ ბიუ ბიც

ბიოპროდუქცია

(ან სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, რომელშიც გამოყენებულია „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“) – პროდუქცია, რომლის წარმოების და შემდგომი გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის წესები შეესაბამება ბიოწარმოების სტანდარტის მოთხოვნებს და რომლის ეტიკეტზე არსებობს ამ შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანი და წარწერა. ბიოწარმოების შესაბამის სტანდარტში მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების წესების მიმართ: ა) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი (გადაუმუშავებელი) პროდუქცია; ბ) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის გადამუშავებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ერთი ან რამდენიმე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტისაგან (ნედლეულისაგან); გ) საკვები, კომბინირებული საკვები და ცხოველთა გამოსაკვებად წარმოებული სხვა პროდუქცია, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში.
Source: საქართველოს კანონი „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9