ყველა სახის ცხოველის ფერმერული, გლეხური, ოჯახური საწარმო და ჯიშსაშენი მეურნეობა, ფაბრიკა, ინკუბატორი; ცხოველთა გადასაყვანი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება; მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემგროვებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) და კვების ობიექტები; ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების დამამზადებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ყველა სახის ობიექტი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ობიექტები, აგრარული ბაზრები, ბაზრობები და სხვა სავაჭრო ობიექტები.
Source: საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1