ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს, ვეტერინარულ–სანიტარიულ ზედამხედველობას ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე, ტრანზიტზე, შენახვასა და რეალიზაციაზე, აგრეთვე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის კონტროლს.
Source: საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1