მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას და წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს.
Source: საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, 1998 წლის 15 ოქტომბერი, მუხლი 3