D F I

გა გე გლ
გად გაე გაზ გათ გამ გან გარ გას გაუ გაქ გაყ გაშ გაც

განმცხადებელი

  1. ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშნვის რეგისტრაციას ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას.
    Source: საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2
  2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას
    Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონი“, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2
  3. პირი, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით.
    Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1
  4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას.
    Source: საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2
  5. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების უფლებას.
    Source: საქართველოს კანონი „სასოფლოსამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9