სანაოსნო საზღვაო რუკა 1 : 1 000 000დან 1 : 5 000 000მდე მასშტაბისა, შედგენილია მერკატორულ პროექციაში და მოიცავს ოკეანეებისა და ზღვების მნიშვნელოვან ნაწილს. მისი დანიშნულებაა ნაოსნობის პირობების ზოგადად შესწავლა, გემის კოორდინატების გამოთვლა ღია ზღვაში ცურვის დროს, მომავალი გადასვლის მარშრუტის წინასწარი გაყვანა და საერთო სანაოსნო გამოთვლების ჩატარება. ასეთ რუკაზე აღინიშნება მხოლოდ უმნიშვნელოვანესი შუქურები, სანაოსნო საფრთხეები და ნაპირიდან მნიშვნელოვნად დაშორებული სანაოსნო შემოღობვის ნიშნები.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5