გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გემ გენ გეო

გეოგრაფიული კოორდინატები

განედი და გრძედი განსაზღვრავენ დედამიწის ზედაპირზე უძრავ ან მოძრავ წერტილის მდებარეობას. განედი (φ) განისაზღვრება კუთხით ეკვატორის სიბრტყესა და ამ წერტილზე გამავალ შვეულ ხაზს შორის, და იზომება ეკვატორიდან ამ წერტილამდე მერიდიანის რკალით 0დან 90G-მდე ეკვატორისგან ჩრდილოეთით და სამხრეთით (ჩრდ. და სამხრ. განედი). გრძედი (λ) განისაზღვრება პოლუსზე შექმნილი კუთხით საწყის (გრინვიჩის) და მოცემულ მერიდიანების სიბრტყეებს შორის და იზომება ამავე მერიდიანებს შორის ეკვატორის რკალით. გრძედებს საწყისი მერიდიანიდან აღმოსავლეთისკენ ეწოდება აღმოსავლეთის (0-დან 180G-მდე), ხოლო საწყისი მერიდიანიდან დასავლეთისკენ–დასავლეთის (0-დან 180G-მდე). გრძედების ათვლა შეიძლება როგორც გრადუსულ, ისე საათურ ზომაში (0-დან 12სთ-მდე).
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9