ციური სფეროს მოცულობითი გამოსახულება მასზე აღნიშნული ეკვატორით, ციური მერიდიანებისა და პარალელების ბადით, ეკლიპტიკით, ძირითადი თანავარსკვლავედებითა და ვარსკვლავებით, რომლებიც გამოიყენება გემის ადგილის განსაზღვრისას. ვარსკვლავიერი გლობუსი საშუალებას იძლევა გადაიჭრას საზღვაოსნო ასტრონომიის მრავალი ამოცანა, რომლებიც დიდ სიზუსტეს არ მოითხოვენ.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5