ციური სფეროს დიდი წრე, რომელიც გადის ზენიტზე და სფეროზე მოცემულ წერტილზე. E (აღმ.) და W (დას.) წერტილებზე გამავალ ვერტიკალს პირველი ვერტიკალი ეწოდება, N (ჩრდ.) და S(სამხრ.) წერტილებზე გამავალს – ციური მერიდიანი. ვერტიკალი ყოველთვის ჭეშმარიტი ჰორიზონტის პერპენდიკულარულია.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5