L. akua–წყალი დაGk. δρόμος – რბოლა, გზა აკვატორია, როგორც წესი, მცირე სიღრმისა, სადაც ბუიებით მონიშნულია დისტანციები გემთმოდელიზმში შეჯიბრებების ჩასატარებლად. აის კომპლექსში აგრეთვე შედის სანაპირო ნაგებობები–ბოგირები მოდელების გასაშვებად, ნავმისადგომები დამხმარე ნავებისთვის, სათავსები მოდელებისა და საწვავსაპოხი მასალების შესანახად, სახელოსნოები მოდელების სარემონტოდ და ადგილები მსაჯებისა და მაყურებლებისთვის.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.