ცილინდრული ფორმის მოტივტივე გემსაბმელი ნაგებობა (დიამეტრი 1,5–3,0მ), რომელიც რეიდზე ან პორტის აკვატორიაში გემების საიმედო დგომას უზრუნველყოფს. ზემო და ქვემო სიბრტყეებზე აქვს ყუები და რგოლსარჭები. ზემო ყუაში ჩასმულია სატაკელაჟო კავი, რომელიც კასრს აერთებს გემიდან მიწოდებულ გემსაბმელ გვარლთან; ქვემო ყუაზე, წყალქვეშ, მიბმულია ბრიდელი.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5