L. quinqueremis, quinque – ხუთი remus – ნიჩაბი ნიჩბიანი ფლოტის სამხედრო გემი ძველ რომში და ძველ საბერძნეთში, იგივე, რაც ტრირემა, მაგრამ უფრო დიდი ზომებისა. დასახელებაში რიცხვი 5 აღნიშნავს მენიჩბეების რიცხვს ნიჩბების სამ კომპლექტზე (უფრო გრძელი ნიჩბებით ორორი კაცი ნიჩბავდა) ან, შესაძლოა, ნიჩბების რიგების რაოდენობას. კვინკვირემები აღჭურვილი იყო მძიმე სატყორცნი მანქანებით (ბალისტებითა და კატაპულტებით).
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5