აა აბ აგ ად აე ავ აზ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ აჰ
ანა ანგ ანე ანკ ანტ ანფ ანძ

ანაკრეფი

გემის კორპუსის განივი და გასწვრივი კოჭების ერთობლიობა, გემის მოცემული ფორმის კორპუსის ჩონჩხი და მასზე მიერთებული შემონაკერის საყრდენი. შემონაკერთან ერთად ა. ქმნის ძირის, ბორტულ, საგემბანო და ტიხრულ გადახურვებს, რომლებიც თავის თავზე იღებენ მათ მიმართ შვეულად და მათსავე სიბრტყეში მოქმედ დატვირთვებს. ა. მონაწილეობს გემის კორპუსის საერთო და ადგილობრივი სიმტკიცის უზრუნველყოფაში, აგრეთვე შემონაკერის სიმტკიცესა და მდგრადობაში.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9